თამაშგარე

13:26 | 6.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემი და მისი პატარა ორეული

36 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა თავისი უფროსი ვაჟის, ბრუკლინის მე-13 დაბადების დღე “ლოს ანჯელეს ლეიკერსისა” და “მაიამი ჰიტის” მატჩზე აღნიშნა. მამა-შვილი საკალათბურთო გრანდების მთელი თამაშის განმავლობაში მხიარულობდნენ. ბრუკლინი დევიდის ყოველ მოძრაობას იმეორებდა და მის პატარა ასლს გავდა. დევიდის მეუღელემ და შესაბამისად, ბრუკლინის დედამ - ვიქტორიამ კი, Twitter-ზე მათი ძაღლის, საზეიმო ქუდში გამოწყობილი კოკოს ფოტო გამოაქვეყნა, მინაწერით: “კოკო ბრუკლინის მე-13 დაბადების დღეს ზეიმობს”.

მგონი, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფოტოებიდან მამა-შვილის მსგავსება და მეგობრობა ცხადად ჩანს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დატვირთული გრაფიკისა და უდიდესი პოპულარობის მიუხედავად, დევიდი ძალიან კარგი მამაა.
 
 
რუსუდან ჭუმბურიძე
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164581