ფეხბურთი

17:21 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკეს რჩეულები

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ესპანელმა მწვრთნელმა მუნდიალის განაცხადის მიღმა შემდეგი ფეხბურთელები დატოვა: ტიაგო ალკანტარა, ფერნანდო ლიორენტე, ალვარო ნეგრედო, ხესუს ნავასი, დანი კარვახალი, ალბერტო მორენო და ანდერ იტურასპე.

საბოლოო შემადგენლობა კი ასე გამოიყურება.

მეკარეები: იკერ კასილიასი (მადრიდის "რეალი"), პეპე რეინა ("ნაპოლი"), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი").

მცველები: სესარ აზპილიკუეტა (ლონდონის "ჩელსი"), ხერარდ პიკე ("ბარსელონა"), სერხიო რამოსი (მადრიდის "რეალი"), ხორდი ალბა ("ბარსელონა"), ხავი მარტინესი (მიუნხენის "ბაიერნი"), რაულ ალბიოლი ("ნაპოლი"), ხუანფრანი (მადრიდის "ატლეტიკო").

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი  (ყველა "ბარსელონა"), ხაბი ალონსო (მადრიდის "რეალი"), კოკე (მადრიდის "ატლეტიკო"), ხუან მატა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), სანტი კასორლა (ლონდონის "არსენალი"), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი").

თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი ("ბარსელონა"), დიეგო კოშტა, დავიდ ვილია (ორივე მადრიდის "ატლეტიკო"), ფერნანდო ტორესი (ლონდონის "ჩელსი").

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112626