ფეხბურთი

12:15 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: "უკეთესად ვითამაშებთ"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, საფრანგეთთან ამხანაგური შეხვედრის წაგების (0:1) შემდეგ, საკუთარი გუნდის თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"შვეხვედრის მოგება არ შეგვეძლო, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. პირველ ნახევარში უფრო აგრესიულად ვითამაშეთ, ვიდრე მეორეში. შესვენების შემდეგ, ჩვენი თამაშის ტემპი შენელდა, თუმცა მომენტებს მაინც ვქმნიდით. ბურთს უფრო მეტად ვფლობდით და გამარჯვებას გამოუცდელობას ვერ დავაბრალებ. ეს იყო კარგი გაკვეთილი ჩვენთვის. შემდეგ მატჩებში უფრო უკეთესად ვითამაშებთ." _ განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ფურია როხა", ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გახსნით მატჩს, 8 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, მაკედონიის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116348