თამაშგარე

11:44 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგის მფლანგველი ცოლი

ტანსაცმელში და სხვა აქსესუარებში იცით რამდენს ხარჯავს ჰოლანდიელი ფეხბურთელის, ნაიჯელ დე იონგის მეუღლე, იუნონა? თვეში 30 ათას ევროს! რასაკვირველია იტალიის “მილანში” მოთამაშე ნაიჯელ დე იონგს ფინანსური პრობლემები არ აწუხებს, მაგრამ მაინც აუხსნელია ქალბატონი იუნონას ასეთი დიდი მადა.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის მეუღლე, იუნონა დე იონგი ჩაცმა-დახურვის დიდი ტრფიალი ყოველთვის იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ქმარი სათამაშოდ ევროპის მოდის ერთ-ერთ მთავარ ქალაქში – მილანში გადავიდა, იუნონამაც თავი გაიგიჟა და სახლი ათასგვარი “ბინთიკლუშკებით” გაავსო.

ქალბატონების დიდ ნაწილს თუ გაუმართლებდა და ნაიჯელისთანა დიდშემოსავლიანი ქმარი ეყოლებოდა,  რასაკვირველია ისინიც არ დაინანებდნენ სამკაულებსა და ტანსაცმელში ფულის გაქნევას. მაგრამ, აბა ერთი კაცებს ჰკითხონ...

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091205