თამაშგარე

10:48 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ნალბანდიანი თავისუფლებით ტკბება

არავინ იცის, რა უფრო რთულია, საქართველოს ევროკავშირში შესვლა, თუ ვეტერანი არგენტინელი ჩოგბურთელისათვის, დავიდ ნალბანდიანისათვის ცოლის შერთვაზე დათანხმება. სომხური წარმოშობის “ვერცხლისქვეყნელი“ მეჩოგნე როგორც ჩანს იდეურად ეწინააღმდეგება ცოლის შერთვას.

მეგობარი გოგონები ბლომად ჰყოლია (ამჟამად დავიდის საყვარელი, არგენტინელი მოდელი, ვიქტორია ვანუცია) და არც ამა ქვეყნის სიამოვნებანი დაუკლია, მაგრამ როდესაც ნალბანდიანს ცოლის მოყვანაზე ჩამოუგდებენ სიტყვას, ეგრევე სიცილ-კისკისზე გადადის. არგენტინელი ჩოგნის მქნევი ამბობს, რომ ცოლი მისი საქმე არაა და თავი ქმრის ამპლუაში უბრალოდ ვერ წარმოუდგენია.

იყო დრო, როდესაც ავი ენები ამბობდნენ, ნალბანდიანი გეია და ამის გამო ილაშქრებს ცოლის მოყვანის წინააღმდეგო, მაგრამ მერე მისი სატრფო-საყვარლებიდან ხმა გამოვიდა, სექსის ამბავში ეგ ისეთი მაგარია, ნალბანდიანი თუ გეია, აბა მაშინ მძლავრი სექს-მანქანა ვინღააო...

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096239