გერმანიაში პოპულარული მოდელი ალენა გერბერი საყვარლების ცვლით ალბათ მსოფლიო რეკორდის მოხსნას აპირებს. ყოველ შემთხვევაში, მისი ცხოვრების ბოლო სამ წელიწადს თუ გადავხედავთ, ადვილად მივხვდებით, რომ ამ ქალს ერთ მამაკაცთან წელიწადზე მეტხანს ცხოვრება არ შეუძლია და კაცთაცვლა მისი ჭეშმარიტი ჰობია.
შარშანწინ, ალენა გერბერი ცნობილი უკრაინელი მოკრივის, ვლადიმირ კლიჩკოს საყვარელი იყო და მასთან გატარებულ ერთ სრულ წელს გერმანელი მოდელი მაინცა და მაინც კარგად ვერ იხსენებს. ამასწინათ ალენას ისიც კი უთქვამს, კლიჩკო კარგა ხანია დავივიწყე და მის გახსენებას, იმედია, აღარავინ მაიძულებსო.
კლიჩკოს შემდეგ, ალენა გერბერის ასევე ერთწლიანი სატრფო, ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი ჰეიდენ პანეტიერი იყო, რომელთანაც გერმანელმა ლამაზმანმა სულ სამი თვე გაძლო. ჰეიდენის შემდეგ, ალენამ ტრამპლინიდან თხილამურებით ცნობილი მხტომელის, სვენ ჰანავალდის საძინებელში გადაინაცვლა. რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ ალენა გერბერი ჰანავალდსაც დაშორდა და ახლა ახალი სატრფოს ძიებაშია გართული. ვერ იპოვის თუ რა?..







