სოჭის ოლიმპიადა ახლოვდება და ამით აჟიტირებულმა რუსეთის მესვეურებმა აღარ იციან როგორ გახადონ იგი ორიგინალური . მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, რუსეთი მსოფლიოს თვალში, ალბათ მაინც ვერ მოიშორებს, რბილად რომ ვთქვათ, “უცნაური” და გაუწონასწორებელი ქვეყნის იმიჯს.
რუსეთის სახელმწიფო ბანკმა, სოჭის ოლიმპიადის აღსანიშნავად არასტანდარტული ზომის, 700 ათასი ვერხლის და ოქროს მონეტა მოჭრა. აღსანიშნავია, რომ მონეტებს არსტანდარტული, კვადრატული ფორმა აქვთ და ერთ მხარეს რუსეთის გერბია გამოსახული, მეორე მხარეს კი –ოლიმპიადის სიმბოლო თეთრი დათვი. ასეთო მონეტები ყველა დიდი ტურნირის წინ იჭრება ხოლმე.







