კალათბურთი

14:26 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დანსტონი უძვირფასესია

პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ფორვარდი ბრაიანტ დანსტონი ევროლიგის პლეი ოფის მე-3 ტურის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს. აღნიშნულის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

ორშაბათს, ბერძნულმა გრანდმა შინაურ კედლებში მადრიდის “რეალი” 78:76 დაამარცხეს და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა – 1:2. დანსტონმა 21 ქულა (10-დან 9 ზუსტი ტყორცნა თამაშიდან), 9 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 32 ბალი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062126