ფეხბურთი

17:57 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დანიის “ორჰუსის” სპორტული დირექტორი “ტორპედოს” სტუმრობდა

 

ქუთაისის “ტორპედოს” დანიის საფეხბურთო სუპერლიგის კლუბ “ორჰუსის”, სადაც მათე ვაწაძე, დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე თამაშობენ, სპორტული დირექტორი ბრაიან სტინ ნილსენი სტუმრობდა.

“ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით ნილსენი ქუთაისელთა ვარჯიშს დაესწრო, რომლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

“ძალიან მომეწონა თქვენი სამუშაო პროექტი. ვარჯიშს ვუყურე და ვიტყოდი, რომ “ტორპედო” პერსპექტიული გუნდია, რომელიც დღითიდღე გაიზრდება და თანდათან უფრო მეტად გაძლიერდება. ასევე, შესანიშნავი მთავარი მწვრთნელი გყავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გუნდისთვის. საქართველოს კვალობაზე კარგი პირობები გაქვთ და მომავალში დიდ წარმატებებს გისურვებთ”.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წელს, “ტორპედოს” ნილსენამდე დანიის კიდევ ერთი კლუბის “ვიბორგის” სპორტული დირექტორი მორტენ იენსენი ეწვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111551