საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის B ზონაში მოასპარეზე ცხინვალის „სპარტაკმა“ 8 მაისს, მარნეულის „ალგეთთან“ მოგებით (2:0) ქვედა ლიგაში ჩემპიონობა და შესაბამისად, უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდა რჩეულთა ლიგაში დაბრუნება, საიდანაც გასულ ჩემპიონატში მოუწია დაქვეითება. პირველ ლიგაში სეზონის მიწურულს, „სპარტაკს“ დასკვნითი საშინაო მატჩი, ბოლოსწინა ტურში 20 მაისს ბათუმის ადელ–თან ჰქონდა და ბუნებრივია, ცხინვალელთა გუნდის დაჯილდოებისთვის შესაფერისი მომენტი სწორედ ეს იყო. სპარტაკელები პირველი ლიგის ჩემპიონის მედლებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსმა და პირველი ლიგის კურატორმა რევაზ შენგელიამ და მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ავთანდილ შალამბერიძემ „ბენდელას“ სტადიონზე დააჯილდოვეს. ფეხბურთის ფედერაციის ჩინოსნებმა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ „სპარტაკს“ წარმატებები უსურვეს...





