დუდუ დადიანის მემორიალი, რომელსაც ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზი მასპინძლობდა, “სოხუმის” გამარჯვებით დასრულდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში სოხუმელებმა, მემორიალის შარშანდელი გამარჯვებული, ქვეყნის ექსჩემპიონი “არმია” 84:57 დაამარცხეს.
ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი გახდა “სოხუმის” უკანახაზელი ლეგიონერი ჯოშუა ჯექსონი.