კალათბურთი

20:15 | 9.10.2013 | ნანახია 951 - ჯერ

დადიანის მემორიალს ახალი გამარჯვებული ჰყავს

 

 დუდუ დადიანის მემორიალი, რომელსაც ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზი მასპინძლობდა, “სოხუმის” გამარჯვებით დასრულდა. 

გადამწყვეტ შეხვედრაში სოხუმელებმა, მემორიალის შარშანდელი გამარჯვებული, ქვეყნის ექსჩემპიონი “არმია” 84:57 დაამარცხეს.

ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი გახდა “სოხუმის” უკანახაზელი ლეგიონერი ჯოშუა ჯექსონი.

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:51 | 09.10.2013
Becks23 (974)

ვამბობდი სოხუმი წელს პირველი ფავორიტია გამარჯვების თქო! ეხლა სუპერლიგა მიაყოლე ვალიკიჩ და 2 ტიტულიც გექნება

21:42 | 09.10.2013
darispani (953)

ტურნირის გოიმ ორგანიზატორების საყურადღებოდ. არ არის აუცილებელი ლეგიონერების დანახვაზე იქვე ჩასველება, ამ ტურნირის ნაღდი გმირი იყო ქადარია და მას ეკუთვნოდა ეს პრიზი

21:14 | 09.10.2013
levani82 (17821)

ამაზეც დაგეწერათ

მონტენეგროელი სტევან მილოშევიჩი, რომელმაც გასული სეზონი "ოლიმპში" გაატარა, სუპერლიგის ახალი სეზონიდან "დინამოს" ღირსებას დაიცავს. როგორც კალათბურთელმა Geosports.ge-სთან განაცხადა მან კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და მისივე თქმით, შესაძლოა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივოს. კალათბურთელი დღეს დუდუ დადიანის ფინალურ მატჩსაც დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ მილოშევიჩმა ქართული კარიერა "სოხუმში" დაიწყო და 2 სეზონის განმავლობაში სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად იქცა.

0.187746