ფეხბურთი

16:04 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცხინვალის “სპარტაკმა” სომხეთში “ბანანცს” აჯობა

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა ცხინვალის “სპარტაკმა” ამხანაგური თამაში იჯევანში ერევნის “ბანანცთან” ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.

“სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ სასტარტოში შემდეგი ფეხბურთელები გაამწესა:

სოსლან ნანიევი, შონია, მგელაძე, ვარლამ კილასონია, კოტე ხიზანეიშვილი, თუხარელი, კვეკვესკირი, ბურძენაძე, თექთურმანიძე, ჩაფიძე, მეტრეველი.

მეორე ტაიმში მოედანზე შევიდნენ: ჭაფოძე, კაკაშვილი, კემუხტაშვილი, ფანცხავა, დავით ნანიევი, ქურდაძე.

განვლილ სპარინგში ერთდაერთი გოლი 77-ე წუთზე დავით ნანიევმა გაიტანა, რომელმაც ნიკა კვეკვესკირის პასი გამოიყენა.

ფოტო fcspartak.ge


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136541