ვინ თქვა, რომ ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია ჰომოფობიის კერაა?! ბალტიმორის „რავენსის“ მოთამაშემ და ამავდროულად ადვოკატმა, ბრენდან აიანბადეჰომ „ტმზ“-ს ახალი ამბების სააგენტოს განუცხადა, რომ „რაიდერსის“ რამდენიმე მოთამაშემ სამშაბათს მას დაუდასტურა - ერთსქესიან ქორწინებას სავსებით ემხრობიან.
„სამმა მოთამაშემ, რომლებსაც შეგნებულად არ ვასახელებ, ერთდროულად მომილოცეს ამ საქმეზე მუშაობა და ქორწინების ნებართვის მოპოვება“, - განაცხადა აინბადეჰომ.
ასეთ დროს, მხარდამჭერთა ეთნიკური წარმომავლობის დაკონკრეტება საკმაოდ მნიშვნელოვანია - ესენი იყვნენ ორი თეთრკანიანი და ერთიც შავკანიანი მოთამაშე.
თავად ბრენდანი ჰეტეროსექსუალია, თუმცა, წლების განმავლობაში ღიად იცავდა ცისფერთა უფლებებს და იბრძოდა მათთვის ქორწინების უფლების მოპოვებაზე, რაც, არც ისე დამახასიათებელია ამერიკული ფეხბურთის მიმდევრებისგან.
ახლა, რაც უკვე ერთსქესიანი ქორწინება ნებადართულია მერილენდის შტატში, ბრენდანი თავის მშობლიურ შტატ - კალიფორნიაში აპირებს ამ საკითხზე ბრძოლას.
მას ასევე უჭერენ მხარს „ვიკინგების“ მოთამაშეები: კრის კლუვესი და ბრაუნს სკოტი.
მოკლედ, ამერიკული ფეხბურთი, ბრძოლასა და ტკივილთან ერთად, არც ფერებისა და ალერსის ნაკლებობას განიცდის...







