კარგა ხანია არაფერი დაგვიწერია პარაგვაელ მოდელ ლარისა რიკელმეზე და თქვენი არ იყოს, ჩვენც მოგვენატრა ამ მკერდმშვენიერი ქალბატონის სიანცეები. ბოლო დროს ლარისა თურმე ცნობილი საცხენოსნო სპორტის სახეობით – პოლოთი არის გატაცებული და ასუნსეონის პოლოს სტადიონზეც ხშირად იხილავთ. თავიდან ამბობდნენ, ლარისა ერთ-ერთ პოლოს მოთამაშეს ეტრფის და პოლომაც იმიტომ დააინტერესაო, მაგრამ ეს ეჭვები ჯერჯერობით ეჭვებად რჩება.
ლარისას თავაშვებული ცხოვრება განსაკუთრებით შარშან შევიდა ეშხში. შარშან არაოფიციალური ინფორმაციით, ლარისამ ხუთი შეყვარებული გამოიცვალა და მთელი ძალ-ღონეც რომ ჩააქსოვოთ, მაინც ვერ გაიგებთ რომელი მამაკაცი რომელზე გაცვალა. ერთი იტალიელი ჟურნალისტი იმასაც კი წერდა, ლარისა რიკელმეს კაცები საერთოდ არ აინტერესებს, ლესბოსელია და თავისი სხეულის ფორმებს სარეკლამოდ “ბოროტად” იყენებსო.
ასეთი მკერდის პატრონი ქალბატონისაგან საკუთარი სხეულით კეკლუცობა აბა რა გასაკვირია? მით უმეტეს, რომ ლარისას პირობა კვლავ ძალაში რჩება და პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების ნებისმიერი, თუნდაც მცირე წარმატების შემთხვევაში, რიკელმე არ დაიზარებს და სტადიონზევე გაშიშვლება. ბარაქალა მის მონდომებასა და ხალისს!







