ჭიდაობა

19:33 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩინური დღეები თავისუფლებმა მედლებით დახურეს

 

ჩინეთის 8-მილიონიან ქალაქ ნანძინში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ყველაზე ბოლოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. დღეს საქართველოს ნაკრების სახელით არენაზე ორი სპორტსმენი გავიდა და ორივემ მედალი მოიპოვა. 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მექი სიმონიას უმაღლეს ტიტულამდე გადამწყვეტი მოგება დააკლდა. 63 კილოგრამში კი ივერიკო ჯულაყიძემ მესამე ადგილი დაიკავა.

სიმონიამ ჯგუფურ ეტაპზე ტუნისელი აიოუბ ბარაჯი (11:0), კოლუმბიელი კარლო იზკუერდო მენდეზი (13:8) და ჰონდარუსელი კარლოს რივერა (11:1) დაამარცხა და ფინალში გავიდა. იქ კი იაპონელ იაჯურო იამასაკისთან ვეღარას გახდა (0:4 0:6).

ჯულაყიძე პირველსავე შეხვედრაში აზერბაიჯანელ ტარლამ მამადოვთან დამარცხდა (0:10). ფილიპინელ ჯეიმს დიდასკოსა (13:2) და სამხრეთაფრიკელ ელბერტ ლუკას შტეინს (4:0 4:0) აჯობა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ინდოელ ამიტ კუმარს სძლია (6:0 1:1).

ქართველმა სპორტსმენებმა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სამი მედლით დაასრულეს. პოდიუმზე პირველი ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი ავიდა – 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლს დაეუფლა.

0.113576