კალათბურთი

3:35 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიკაგომ” შენგელიასთან კონტრაქტი გაწყვიტა

“ჩიკაგო ბულსმა” ქართველ კალათბურთელ თორნიკე შენგელიასთან კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩიკაგოელებმა “თოკო” მიმდინარე წლის 21 იანვარს “ბრუკლინ ნეთსიდან” მარკის ტიგის სანაცვლოდ აიყვანეს. ქართველმა ფორვარდმა “ხარების” მაისური მხოლოდ 9 მატჩში მოირგო და მისი საშუალო მაჩვენებლები 1.9 წუთი, 0.4 ქულა და 0.2 მოხსნა იყო.

სულ, ნბა-ში, შენგელიამ 45 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 5.5 წუთში 1.3 ქულას, 0.9 მოხსნას და 0.4 პასს აგროვებდა, ამასთან, თამაშიდან 0.45%-ანი სიზუსტით უტევდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111724