თამაშგარე

10:47 | 16.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩოლინა საფეხბურთო კლუბის შეძენას აპირებს

ალბათ უკვე იცით, რომ ცნობილი იტალიელი პორნო-ვარსკვლავი, ჩიჩოლინა (იგივე ციცოლინა), იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან მეგობრობის გამოისობით, იტალიის პარლამენტში მოხვდა. ვიდეო ობიექტივის წინ ერთ დროს “ყველაფერზე წამსვლელი“ ქალი, ამჟამად ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებში იღებს მონაწილეობას.
ცოტა ხნის წინ, ჩიჩოლინამ ქალაქ რეჯინას მერის არჩევნებშიც იყარა კენჭი, თუმცა ამჯერად დამარცხდა. ახლა, უკვე გაპოლიტიკოსებული პორნო-ვარსკვლავი სპორტულ ბიზნესში აპირებს ძალების მოსინჯვას და მისი მფარველის, სილვიო ბერლუსკონის მსგავსად, საფეხბურთო კლუბის შეძენას გეგმავს.
ჩიჩოლინა არცთუ ცნობილი საფეხბურთო კლუბის, “სასუოლოს” შეძენას აპირებს და კლუბის ამჟამინდელ მფლობელებთან უკვე ფიცხელი მოლაპარაკება აქვს გაჩაღებული. კლუბის შესაძენი სავარაუდო თანხა ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა რამდენიმე ათეულ მილიონ ევროს რომ გადააჭარბებს, ეს აქედანვე ცხადია...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163046