ჩოგბურთი

16:48 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილი ვორაცოვასთან დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა იტალიის ქალაქ კასერტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) თამაში ნახევარფინალში დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მაკამ აპენინებზე 3 მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი მე-2 ნომრად განთესილ ჩეხ რენატა ვორაცოვასთან 4:6, 3:6 წააგო.

აღნიშნული შედეგით, ჩახნაშვილმა, რომელსაც ამჟამად ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 87 ქულით 410-ე ადგილი უკავია, აქტივს 24 ქულა შემატა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091368