ჩოგბურთი

23:31 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩახნაშვილი-რანცინგერი იტალიურ ტურნირს გამოეთიშა

იტალიის ქალაქ დუინო აურისინაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) გამოეთიშა ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი.

პირველ წრეში მაკამ გერმანელი შტეფანი შტემერი 6:0, 6:1 გაანადგურა, თუმცა, მერვედფინალში ხორვატ ივა პრიმორაცს ვეღარ გაუმკლავდა – 4:6, 4:6.

წყვილთა ტურნირში მე-3 რეიტინგის მქონე ჩახნაშვილი-რანცინგერი და იტალიელი ფერანდო აპენინურ დუეტთან (პეტრეი-პრიბაზი) დამარცხდნენ – 3:6, 3:6.

0.122287