გიორგი ჭანტურიამ “ვერონას” ორმხრივ მატჩში ითამაშა, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 წააგო. ჭანტურიას გუნდში იყვნენ მარკესი, ლაზაროსი, ნენე და ასე შემდეგ. “ვერონას” არაოფიციალური საიტის ცნობით, გიორგიმ კარგი მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში.
როგორც იცით, შესაძლოა, ჭანტურიამ “ვერონა” დატოვოს, ანუ გაანათხოვრონ სხვა კლუბში. ამ შემთხვევაში, ყველაზე რეალური ვარიანტი “კალიარი” იქნება. რატომ განათხოვრება? საქმე ისაა, რომ იტალიაში ყველა კლუბს სატრანსფერო ფანჯრისას ერთი არაევროკავშირელის შეძენის უფლება აქვს და “ვერონა” ჭანტურიას თუ იჯარით გაუშვებს, კიდევ ერთი არაევროკავშირელის მიყვანა შეეძლება. ამ საკითხს განიხილავენ, თუმცა შესაძლოა, გიორგი დარჩეს გუნდში.









