ჭიდაობა

16:19 | 7.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკები 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ

 საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრი მექი სიმონია (76 კგ) ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. და ივერი ჯულაყიძე (63 კგ) და გივი მაჭარაშვილი (100 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

მექი სიმონიამ ჩემპიონატი სლოვაკი ლუბოშ კუნდრატის ძლევით გახსნა. შემდეგ გერმანელი იოჰან კრისტოფ სტეინფორტი, უნგრელი ბარნაბას ჰორვატი და აზერბაიჯანელი ჰაჯიმურატ მაგომედსაიდოვი ჩამოიშორა. ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ჯავრალი შაპიევს დაუპირისპირდება.

ივერი ჯულაყიძემ ძირითად ბადეში გამოსვლა პირველსავე მეტოქესთან – რუსეთის სახელით მოჭიდავე ზაურ ტოკაევთან წაგებით დაასრულა და მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინალამდე მივიდა, თავად დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. რეპეშაჟის ნახევარფინალში შვეიცარიელი მიხაელ ოტმარ ბუჩერი დაამარცხა და გადამწყვეტ ბრძოლაში მოლდოველ ნიკოლაე ლესნიკოვს შეხვდება.

გივი მაჭარაშვილმა მერვედფინალში ალბანელ პარის კარეპის აჯობა, შემდეგ კი ერთ-ერთი ფავორიტი, რუსეთის ნაკრების წევრი გიორგი ნოგაევი ჩამოიცილა და ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ მოლდოველ დიმიტრი ჩეაკუშტასთან ვეღარას გახდა და “ბრინჯაოს ფინალში” გადაერთო, სადაც ბელარუს ალექსანდრ იარაშევიჩს დაეჭიდება.

დღესვე ბულგარულ ხალიჩაზე თეიმურაზ ვანიშვილი (46 კგ) და შმაგი თოდუაც (54 კგ) გავიდნენ, მაგრამ ევროპირველობას უკვე გამოეთიშნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118712