ფეხბურთი

18:21 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესტაგის დეპუტატები “შალკეს” მოსკოვში ვიზიტს ეწინააღმდეგებიან

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატები საფეხბურთო კლუბ გელზენკირხენის “შალკეს” მოსკოვში სტუმრობას ეწინააღმდეგებიან.

რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “შალკეს” დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეს კლემენს ტიონისს გუნდის მოსკოვში ჩაყვანა შესთავაზა, რასაც გელზენკირხენული კლუბის მაღალჩინოსანი დათანახმდა.

ბუნდესტაგში “მწვანეთა პარტიის” დეპუტატი ჟოზეფინ პაული მიიჩნევს, რომ “შალკეს” ვიზიტი რუსეთში პუტინის პროპაგანდას ხელს შეუწყობს.

ბუნდესტაგის ევროკავშირთან ურთიერთობაში კომიტეტის თავჯდომარე გიუნტერ კრიხბაუმი შეფასებისას არანაკლებ მკაცრი იყო:

“ის (კლემენს ტიონისი) ამგვარად შეურაცხყოფას “შალკეს” აყენებს და შესაძლოა, თავისი ეკონომიკური ინტერესები აქვს”.

აქვე გეტყვით, რომ “შალკეს” ზოგიერთი ფანიც რუსეთში სავარაუდო სტუმრობას ნეგატიურად შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ “შალკეს” გენერალური სპონსორი რუსული ნავთობგიგანტი “გაზპრომია”.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111083