თამაშგარე

12:57 | 15.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის “ხუმრობა” მატრის ძვირად დაუჯდა

იტალიური ”იუვენტუსის” გოლკიპერს – ჯანლუიჯი ბუფონს მთელს იტალიაში სახელი აქვს გავარდნილი, როგორც ხუმრობის მოყვარე კაცს. თვე არ გავა, ”ჯიჯიმ” რომელიმე თანაგუნდელს რაიმე სასაცილო ოინი რომ არ მოუწყოს და ამით მთელი ”იუვენტუსი” არ გაამხიარულოს.
ცოტა ხნის წინათ, ბუფონის ”ბადეში” ტურინელთა ახალგაზრდა თავდამსხმელი – ალესანდრო მატრი გაება. როგორც ჩანს, მატრის ავტომობილის ტარება მაინცა და მაინც კარგად არ ეხერხება და ამის გამო, არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში და რამდენჯერმე მცირემასშტაბიან ავარიაშიც კი მოყოლილა ”იუვეს” ფორვარდი. ჰოდა, მეტი არც არაფერი უნდოდა ჯანლუიჯის, რომელმაც მატრის ხმაშეცვლილმა დაურეკა, თავი საპატრულო პოლიციის თანამშრომლად გააცნო და უთხრა, რომ პოლიციაში შესულა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, წინა დღეს მატრის თითქოს ავარია მოეხდინოს, ამ არარსებულ ავარიას კი, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ძალიან საცოდავი სანახავი ყოფილა ამ ზარის შემდეგ დაფეთებული ალექსანდრო მატრი, რომელმაც ვერაფრით გაიხსენა წინა დღეს მომხდარი ავარია, მაგრამ თავისი უხეირო მძღოლობის გამო, ადვილად დაიჯერა, რომ ავარია მართლაც შეიძლება მოსვლოდა და მან უბრალოდ ვერ შეამჩნია ეს. ერთი სიტყვით, ტურინელთა წინახაზელმა გვარიანი ტანჯვა-წამება გაიარა იქამდე, სანამ ბუფონი სიმართლეში გამოუტყდებოდა და მთელს ”იუვენტუსს” სახითხითო მიზეზი კიდევ ერთხელ მიეცემოდა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095915