თამაშგარე

10:37 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელი მოდელის პოპულარობის საიდუმლო

პოპულარული ბრალიელი მოდელი და მსახიობი, ფერნანდა ლიმა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 37 წლისაა და ერთი შეხედვით მისი სამოდელო-სამსახიობო კარიერა წესით დაღმასვლას უნდა განიცდიდეს, ფერნანდა სწორედ ახლაა წარმატების ზენიტში.

ფერნანდას უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასთან – ფიფასთან მისმა თანამშრომლობამ განაპირობა. ფიფას მიერ ჩატარებული ღონისძიება ღონისძიებად არ ითვლება, თუკი ეს ქალბატონი არ იქნა მიწვეული.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცის მხრიდან ფერნანდა ლიმასადმი დაინტერესება პირველ ყოვლისა იმან განაპირობა, რომ ეს ქალბატონი ბრაზილიელია და თავი ფეხბურთის დიდ ქომაგად მოაქვს. მეორე მიზეზის ძიებაში კი, დააკვირდით მის გარეგნობას და ყველაფერს თავად მიხვდებით. 

0.096936