უპოპულარულესი ბრაზილიელი მოდელი, ყოფილი “მის ბრაზილია“, ჰელიოსა ალვეში, მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, ჩემპიონატის ერთ-ერთ სახელ აირჩიეს. ჰელიოსას ბრაზილიური ფეხბურთის მამებმა, ცნობილი სტუმრების მიღება და ბრაზილიის გაცნობა დაავალეს.
როდესაც ბრაზილიის მიწაზე ახლადფეხდადგმული უცხოელი ჰელიოსას შეხედავს, ფეხბურთი შეიძლება სულ დაავიწყდეს და ხუმრობით რომ ვთქვათ, შესაძლებელია სწორედ ამ ხერხით აპირებენ ბრაზილიელები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეექვსედ მოპოვებას.
სხვათა შორის, ჰელიოსა ალვეშისათვის ფეხბურთი უცხო ფენომენი არასოდეს ყოფილა. თურმე მისი ძმა, ანტონიო ალვეში ბრაზილიის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს, ჰელიოსას ყოფილი ქმარი, ვიქტორ ბორელი კი, საფეხბურთო კლუბ “კურიტიბას“ თანამფლობელი ყოფილა.







