ჩოგბურთი

16:07 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე თელავის ტურნირის ნახევარფინალშია

16 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე თელავში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მოგების შანსს ინარჩუნებს. მარიამმა კახეთში მიმდინარე შეჯიბრზე უკვე მე-3 გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში გააღწია.

ამჯერად, ბოლქვაძის მეტოქე ავსტრალიელი ჩანტელ რიგოცი იყო, რომელსაც ჩვენებურმა 6:2, 6:3 სძლია. ფინალის საგზურისთვის ბოლქვაძე რუსეთის სახელით მოთამაშე ტამარა ფხაკაძეს ეთამაშება და რევანში აღების შანსიც მიეცემა, რადგანაც ან უკანასკნელმა მეოთხედფინალში თამარ კუტუბიძეს 6:3, 6:3 მოუგო.

მე-2 ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილი რუსი იულია კალაბინა და მე-5 განთესვის მქონე მოლდოველი იულია ანასტასია ვდოვენკო ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113749