29 წლის ინგლისელი ფეხბურთელის, ჯერმეინ დეფოს აწ უკვე ყოფილი მეგობარი გოგონა, ალექსანდრა ბერკი სპორტსმენის გამუდმებულმა ღალატმა დაღალა და 23 წლის მომღერალმა ძალების აღდგენა ფლორიდის სანაპიროზე გადაწყვიტა.
“ოკეანეში ცურვისას სულიერ სიმშვიდეს ვიძენ და ყველაფერი მავიწყდება”, - დაწერა ალექსანდრამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
ამასთან, მომღერალმა ჟურნალისტებს ამცნო, რომ დაშორებიდან 6 კვირის შემდეგ, დეფოს თავხედობა ეყო და სახლში მიიპატიჟა. რა თქმა უნდა, მოღალატემ მტკიცე უარი მიიღო.







