კალათბურთი

0:38 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერიშვილმა 13 ქულა ჩააგდო, ლაშკოელებმა ავსტრიელებს აჯობეს

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა სლოვენიურმა “ზლატოროგმა”, რომლის რიგებშიც მიხეილ ბერიშვილი ირიცხება, მე-2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ამჯერად, გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ თამაშში ლაშკოელებმა ავსტრიულ “გმუნდენთან” 77:88 წააგეს, ქართველი კალათბურთელის მონაგარი კი 10 ქულა და 5 მოხსნა იყო. გუშინ “ზლატოროგმა” “კლოსტერნეუბურგს” 100:89 სძლია და ბერიშვილმა გუნდს 13 ქულა შეაწია.

აღსანიშნავია, რომ ლაშკოელებმა ერთბაშად 15 სამქულიანი ჩააგდეს და აქედან ერთი ქართველი კალათბურთელის გახლდათ. ისიც ვთქვათ, რომ მიშაზე მეტი ქულა მხოლოდ ზაგორაცმა (31) და იურაკმა (18) მიითვალეს.

“ზლატოროგი” ავსტრიიდან გეზს იტალიისკენ აიღებს და სამშაბათს “უმანა რეიერ ვენეციას” ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116577