თამაშგარე

12:13 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემის ვისკი

ცნობილმა ფეხბურთელმა, მსოფლიო ვარსკვლავმა დევიდ ბექჰემმა საკუთარი მარკის შოტლანდიური ვისკის Haig Club-ის წარმოების შესახებ განაცხადა. ბექჰემის ვისკი შოტლანდიაში მდებარე ერთ-ერთ უძველეს ვისკის სახდელ The House of Haig-ში ჩამოისხმება.

მარკეტინგულ საკითხებსა და ახალი მარკის ბაზარზე დამკვიდრებაზე კომპანია Diageo-ს სპეციალისტები იზრუნებენ. “მიხარია, რომ The House of Haig-თან ვთანამშრომლობ. ამ კომპანიას დიდი ხნის ისტორია აქვს – დაახლოებით 400 წლის წინ არის დაარსებული. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ მათი ტრადიაცია და ამასთანავე, ახალი სიტყვა ვთქვათ ვისკის წარმოებაში,” – განაცხადა ბექჰემმა.

სასმელს ოდეკოლონის მსგავს, კვადრატული ფორმის, მუქი ლურჯი ფერის მინის ბოთლში ჩამოასხამენ, რომელსაც ოქროსფერი თავსახური დაამშვენებს.

 

0.094945