თამაშგარე

18:24 | 8.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბენუა კოემ მუშტები დაატრიალა

გახსოვთ, ერთ დროს “მარსელში“, “პსჟ“-სა და მილანის “ინტერში“ მოთამაშე ფრანგი ფეხბურთელი, ბენუა კოე? თუ არ გახსოვთ, ძალიანაც ნუ იდარდებთ, რადგან ამბავს, რომელსაც ახლა გიამბობთ, ისეთი დასასრული აქვს, რომ ამ კაცზე მთლად დალაგებულს აშკარად ვერ ვიტყვით.
ერთი სიტყვით, ბენუა კოე ამჟამად ბიზნესითაა დაკავებული და ერთ-ერთი იტალიური სამშენებლო კომპანიის თანამფლობელია. სავარაუდოდ, ფულსაც გვარიანს უნდა შოულობდეს, მაგრამ რა ფულზეა ლაპარაკი, როდესაც ცოტა ხნის წინატ, ფრანგ ფეხბურთელს იტალიის პოლიციამ საშინელი დარღვევები აღმოუჩინა.
გაირკვა, რომ ბენუა კოეს სამშენებლო კომპანია სახლებს სტანდარტების ყოველგვარი დარღვევით აშენებდა და სწორედ ამიტომ, შენობა, რომელიც აღნიშნულმა კომპანიამ ააშენა, ჩამოინგრა და 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხოლო, როდესაც სამართალდამცავები კომპანიის მფლობელებს დასაკითხად ეწვივნენ, ბენუა კოემ მუშტები დაატრიალა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა.
ახლა ის პოლიციის განყოფილებაში ყურყუტებს და როგორ წავა მისი საქმე, ჯერ არავინ იცის.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.076332