ფეხბურთი

10:51 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი: „ბურთის კონტროლი არაფერს ნიშნავს“

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“ 0:1 წაგების შემდეგ ბავარიული კლუბის თამაში გააკრიტიკა.

„ბურთის კონტროლზე საუბრობენ, მაგრამ რეალურად ეს არაფერს ნიშნავს, თუკი მეტოქე საგოლე მომენტების შექმნას მაინც ახერხებს. უფრო კმაყოფილები იმით უნდა ვიყოთ, რომ „რეალმა“ მხოლოდ ერთი გოლი გაგვიტანა“ - უთხრა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გერმანულ გამოცემებს.

შეგახსენებთ, კაიზერ ფრანცმა აქამდეც რამდენიმეჯერ გააკრიტიკა გვარდიოლას გაწვრთნილი „ბაიერნი“. მან მწუხარება გამოთქვა, რომ გუნდი ნელ-ნელა შეიძლება „ბარსელონასთან“ იდენტიფიცირდეს და მისი თამაში უფრო მოსაწყენი გახდეს, ვიდრე აქამდე იყო.

0.124337