ფეხბურთი

18:53 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამოს" ამბები

პირველი ლიგის მეორე წრისთვის მზადებას ბათუმის „დინამო“ 15 იანვარს შეუდგა. ბათუმურ კლუბს პირველ შეკრებაზე ახალწვეულებიც შეუერთდნენ: მცველი ანზორ სუხიაშვილი "მეტალურგიდან"  და ნახევარმცველი იური ოლიფერენკო ქუთაისის "ტორპედოდან". ასევე იჯარა დაუსრულდა მამინაშვილს, თუმცა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდიდან  წავიდნენ: პიცანი, თოდუა, მანწკავა, ჩიმაკაძე, კვერენჩხილაძე, გიორგი ალავიძე, ჭიღვარია.

8-22 თებერვალს, “დინამო” მეორე შეკრებას თურქეთში, ანთალიაში გაივლის, სადაც ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამ დროისთვის ორი მეტოქის ვინაობაა ცნობილი: 15 თებერვალს დონეცკის „ოლიმპიკთან“ და 21 თებერვალს მარიუპოლის „ილიჩივეცთან“. 12 და 18 თებერვალს გასამართი მატჩების სავარაუდო მეტოქეებთან მოლაპარაკებები მინდინარეობს. კლუბის სელექცია თურქულ შეკრებამდე გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173063