კალათბურთი

21:50 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმი” თავის აღზრდილ კალათბურთელებს იბრუნებს

სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუ”-მ თავისი საკალათბურთო სკოლის კიდევ ერთი აღზრდილი ნოდარ თენიეშვილი (07.06.92, 196 სმ) დაიბრუნა, რომელმაც ზღვისპირელებთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ თენიეშვილს სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან, “ბათუმი-რსუ”-ს გარდა, “სამედიცინო აკადემიაში”, “თსსუ”-ში, “შსს აკადემია”-სა და “ოლიმპში” აქვს ნათამაშები. ბოლოს იგი სწორედ “ოლიმპის” რიგებში გამოდიოდა.

თენიეშვილამდე “ბათუმი-რსუ”-მ თავისი საკალათბურთო სკოლის კიდევ ერთი აღზრდილი ირაკლი მიქელაძე დაიბრუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111813