სხვა

15:47 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ბათუმის ქვიშის მოედანი 2 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის  ჩათვლით აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის (EEVZA) ჩემპიონატის ფინალური ეტაპს უმასპინძლებს საპლიაჟო ფრენბურთში მამაკაცებსა და ქალებს შორის.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, ბელარუსის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის და აზერბაიჯანის საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდები.

ტურნირს მსოფლიო ფედერაციიდან საერთაშორისო სტატუსი აქვს მინიჭებული და მონაწილე გუნდებს ნაჩვენები შედეგების მიხედვით, მსოფლიო კვალიფიკაციის სარეიტინგო ქულები დაეკისრებათ, რაც ტურნირის მნიშვნელობაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის ჩემპიონატი ფრენბურთში საქართველოში პირველად ტარდება. ტურნირში მონაწილეობას იღებს 16 ქალთა და 16 მამაკაცთა წყვილი.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118745