ჩოგბურთი

14:16 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის მარცხი იტალიაში

ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც რუმინეთის ქალაქ სიბიუში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) ჩაება, პირველივე მატჩი წააგო.

სიბიუს ჩელენჯერის საწყის რაუნდში ნიკოლოზმა იტალიელ ფლავიო ჩიპოლას მოწოდება 3-ჯერ აართვა, თუმცა, თავისი მოწოდება 6-ჯერ დათმო და საათსა და 17 წუთში 5:7, 2:6 დამარცხდა.

ბასილაშვილს რევანშის შანსი წყვილთა შეჯიბრში ექნება, როდესაც სერბ მილიან ზეკიჩთან ერთად იმავე ჩიპოლას და კიდევ ერთ იტალიელ მარკი ჩეკინატოს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119107