ჩოგბურთი

23:21 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი უამინდობამ შეაფერხა

დღეს, ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი რუმინეთის ქალაქ სიბიუში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) უნდა ჩაბმულიყო, თუმცა, მისი და იტალიელი ფლავიო ჩიპოლას მატჩი უამინდობამ შეაფერხა.

თუკი კიდევ არაფერი შეიცვალა, ქართულ-იტალიური დაპირისპირება ხვალ დილას შედგება. საღამოს ნიკოლოზი ძალებს სიბიუს ჩელენჯერსი წყვილთა შეჯიბრშიც სცდის. ბასილაშვილი და სერბი მილიან ზეკიჩი იმავე ჩიპოლას და კიდევ ერთ იტალიელ ჩეკინატოს დაუპირისპირდებიან.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118567