სხვა

11:52 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” მძიმე საპასუხო თამაში ელის

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 13 000 მაყურებლის თვალწინ, “ბარსელონა” სტუმრად 31:38 დამარცხდა გერმანიის ჩემპიონატის ლიდერ “ლიოვენთან”. საპასუხო შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება.

საწყისი შვიდი შეტევიდან მასპინძლებმა 7 გოლი გაიტანეს, ხოლო “ბარსას” 7 დარტყმიდან 5 “ლიოვენის” დანიელმა მეკარემ ნიკლას ლანდინმა მოიგერია – 7:2. “ბარსელონამ” რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა 3 გოლამდე, მაგრამ ტაიმის ბოლოს “ლიოვენი” 8 ბურთით დაწინაურდა – 22:14.

გერმანულ გუნდში საუკეთესოები იყვნენ ლანდინი (35% მოგერიება) და ნორვეგიელი პივოტი ბიარტე მირჰოლი (6 გოლი). რომელსაც პასებით ამარაგებდა შვეიცარიელი გამთამაშებელი ანდრე შმიდი (3 გოლი, 7 პასი). რა თქმა უნდა, გამოირჩა მარცხენა გარემარბი უვე გენსჰაიმერიც, რომელმაც პირველ ტაიმში ყველა ხერხით (კუთხიდან შეტევა, სწრაფი გარღვევა, ძალისმიერი გარღვევა, შვიდმეტრიანი) ათი ცდიდან 10 გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში სხვაობა 11 გოლამდეც ავიდა (30:19, 40 წუთი), მაგრამ ბარსელონამ ბოლოსკენ გაიბრძოლა – 31:38. ბოლო წამზე კირილ ლაზაროვმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ დროს გადააცილა. ლაზაროვმა 10 გოლი შეაგდო (7 შვიდმეტრიანი), ხოლო გენსჰაიმერი 14 გოლამდე ავიდა (3 პენალტი). საბოლოოდ, “ლიოვენის” 38 გოლიდან უკანა სამეულმა მხოლოდ 13 შეაგდო.

ორშაბათს მეოთხედფინალის ბოლო წყვილი თამაშობს – “ფლენზბურგი”-“ვარდარი”.

 

ჩემპიონთა ლიგა. კაცები მეოთხედფინალის პირველი მატჩები

19 აპრილი

პსჟ (საფ) – ვესპრემი (უნგ) 26:28

მეტალურგ სკოპიე (მკდ) – კილი (გერ) 21:31

 

20 აპრილი

ლიოვენი (გერ) – ბარსელონა (ესპ) 38:31

 

21 აპრილი

21:00 ფლენზბურგი (გერ) - ვარდარი (მკდ)

www.geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110389