ფეხბურთი

13:58 | 8.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" კუადრადოს შეუთანხმდა

 

 კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "ფიორენტინას" ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ, შესაძლოა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიელები "იებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობენ.

მოგეხსენებათ, იტალიელებმა კუადრადო 35 მილიონ ევროდ შეაფასეს და ნახევარმცველის შენარჩუნებას იმედოვნებენ. ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონამ" კოლუმბიელთან პირად შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერს მხოლოდ "ფიორენტინას" ხელმძღვანელობის დაყოლიება აშორებს.

შეგახსენებთ, რომ კუადრადო მიმდინარე მუნდიალზე კოლუმბიელთა სასტარტო ფეხბურთელი იყო. კოლუმბიელმა ერთადერთი გოლი იაპონიის წინააღმდეგ გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092562