“მანჩესტერ სიტის” 21 წლის იტალიელ ფეხბურთელს მარიო ბალოტელის არდადეგები ეწურება, რომელსაც ესპანეთის კურორტ იბიცაზე ატარებს. წვეულებების მოყვარულმა სუპერმარიომ გადაწყვიტა, საკუთარი პრინციპებისთვის არ ეღალატა და გარი ლინეკერის ძმის კლუბში “ფართი” მოაწყო. წვეულება, რომელსაც 20 კაცზე მეტი ესწრებოდა, 5 ათასი ევრო დაჯდა.
გარი ლინეკერის ძმამ, უეინ ლინეკერმა, ეს ფაქტი სოციალურ ქსელ twitter-ით დაადასტურა და განაცხადა, რომ ბალოტელიმ მის კლუბში კოლოსალური თანხა დატოვა.
“წუხელ, მარიო ბალოტელთან ერთად, ხმაურიანი ღამე იყო. 25 წლის განმავლობაში ლინეკერის კლუბში ბალომ, ყველაზე დიდი თანხა დახარჯა”, - დაწერა უეინმა.
აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთ ფოტოზე მარიო, ჰილტონების დინასტიის შთამომავალ, 31 წლის ქერათმიან ვარსკვლავ პერის ჰილტონთანაა დაფიქსირებული, რომელიც ბალოტელის მსგავსად, გართობის დიდი მოყვარულია.







