თამაშგარე

15:38 | 8.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი მამა გახდა

“მანჩესტერ სიტისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მამა გახდა – მოსალოდნელზე 5 დღით ადრე.
ბალოტელის გელფრენდმა რაფაელა ფიკომ გოგონა გააჩინა და იტალიური პრესის ცნობით, ბავშვს პია უწოდეს. მამა მშობიარობას არ დასწრებია, რადგან რაფაელას მშობიარობა 5 დღით ადრე დაეწყო. მას ოთხშაბათს ნეაპოლის კლინიკა “მედიტერანეამ“ უმასპინძლა. ფიკო და ბალოტელი დიდი ხანი დაშორებულები იყვნენ და ეს ფაქტი საკმაოდ მოულოდნელი იყო მედიისთვის, რადგან წყვილი სულ ახლახანს შერიგდა. სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ხმები, თითქოს ბალოტელი სასწრაფოდ აპირებდეს იტალიაში გაფრენას, რათა ახალშეძენილი ქალიშვილი იხილოს მიუხედავად იმისა, რომ კვირას “სიტის“ “მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098266