21 წლის იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი გოგონებს ცვირსახოცებივით იცვლის. მისი გემოვნება კი, უცვლელი რჩება. აფროიტალიელის საყვარელი ტიპაჟი – დიდმკერდიანი, ვიწროწელიანი და დიდტუჩებიანი ქალბატონია.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მარიო ესპანეთის კურორტ იბიცაზე ისვენებს, სადაც დისკოთეკები, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი გოგონები და მსუბუქი ნარკოტიკებია.
ბალოტელი პაპარაცების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელს ფოტოგრაფები მოსვენებას არ აძლევენ, რადგან მისი ცხოვრებისთვის თვალ-ყურის დევნება, ძალიან საინტერესოა. სუპერმარიო, ხომ სკანდალებისა და მოკლევადიანი რომანების მოყვარულია. ამ დღეებში, ის 22 წლის ფრანგ მოდელ ვანესა ლოურენთან ერთად დააფიქსირეს.







