“მანჩესტერ სიტის” 21 წლის იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი, რომლის ხელფასიც კვირაში 120 ათასი გირვანქაა, ესპანეთის კურორტ იბიცაზე ისვენებს.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენი ყოფილი შეყვარებულისგან, 24 წლის იტალიელი მოდელის რაფაელა ფიკოსგან შვილს ელოდება, თუმცა, ეს ფაქტი გართობაში ხელს არ უშლის. სუპერ-მარიო მუდამ ქალბატონების გარემოცვაშია და ფეხმძიმე რაფაელა დიდად არ ანაღვლებს. პაპარაცებმა ბალოტელი იბიცას სანაპიროზეც სუსტი სქესის, რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად დააფიქსირეს, რომლებთანაც დროს სასიამოვნოდ ატარებდა.







