თამაშგარე

11:02 | 30.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბალაკი ლუდს მოადუღებს

გერმანელი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი, მიუნხენის ბურგომისტრმა განსაკუთრებულად დააფასა და ზაფხულის ლუდის ხარშვის რიტუალზე “მთავარ მელუდედ“ აირჩია. როგორც წესი, გერმანული ლუდის კომპანიები ლუდს ზაფხულობით ამზადებენ და ამას ერთგვარი სიმბოლური რიტუალის სახეც აქვს. “მთავარ მელუდეს“ ბევრი არაფერი ევალება, იგი უბრალოდ მიდის ლუდის საწარმოებში და სალუდე ინგრედიენტებს სიმბოლურად აძლევს ნამდვილ მელუდეებს. დანარჩენი კი, უკვე პროფესიონალების საქმეა.

ამას გარდა, უკვე გადაწყვეტილია, რომ შემოდგომაზე გასამართ ლუდის დღესასწაულზე – ბავარიულ “ოქტობერფესტზე“, ბალაკის მეუღლე სიმონე ლამბე იქნება “გროს ფრაუ“, რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე სიმბოლურად, იგი იქნება უმთავრესი გერმანული დღესასწაულის დედოფალი და ეს გერმანიაში ძალიან დიდ პატივად ითვლება.

შარშან ასეთი პატივი ბეკენბაურსა და მის ცოლს ხვდა წილად. საერთოდ კი, მიუნხენის ბურგომისტრი ყოველწლიურად ცნობილ და გამორჩეულ ადამიანებს ავალებს ამ არცთუ მძიმე მისიების შესრულებას. ეს კი, უკვე იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ისტორიაში სამუდამოდ ხარ ჩაწერილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08947