ფეხბურთი

18:49 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” ლევანდოვსკი წარადგინა

მიუნხენის “ბაიერნმა” 25 წლის პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი საზოგადოებას წარუდგინა.

“დორტმუნდის” ყოფილი ფეხბურთელი “ბაიერნს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან 9 ნომერი აირჩია. ამ ნომრით, აქამდე, მარიო მანჯუკიჩი თამაშობდა, რომელიც “ატლეტიკოში” გადადის.

“კარიერაში მორიგი ნაბიჯის წინ გადადგმის დრო მოვიდა. ვიცი, რომ “ბაიერნი” კიდევ უფრო გაძლიერებაში და ბევრი ტიტულის მოგებაში დამეხმარება. თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი ელემენტები სრულადაა დატენილი.” – განაცხადა პრეზენტაციის დროს ლევანდოვსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063538