ფეხბურთი

15:14 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბული ფრანკფურტის "აინტრახტში"

19 წლის ქართველი ფორვარდი ბაჩანა არაბული დღეს გერმანიაში გაფრინდა და ფრანკფურტის "აინტრახტში" ივარჯიშებს. გერმანულ კლუბს არაბულის შესახებ ყველა ინფორმაცია აქვს და ამ 3 დღეში უკეთ გაეცნობიან, ვარჯიშებზე კიდევ დააკვირდებიან.

"აინტრახტი" ბუნდესლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა, არადა ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსს. გუნდს არმინ ფე წვრთნის.

გეცოდინებათ, არაბული საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გახლდათ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშა. ბაჩანა "საბურთალოს" ეკუთვნის.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118827