ძიუდო

15:35 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა რუსებიც ჩამოიშორეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია. გია გუგავას გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალში რუსეთი 3:2 დაამარცხა. გელა კელიხაშვილისა (66 კგ) და უშანგი მარგიანის (81 კგ) წაგებების შემდეგ ქართველი ძიუდოისტები საერთო ანგარიშში ორჯერ ჩამორჩნენ. წონასწორობა ჯერ კობა მჭედლიშვილმა (73 კგ) აღადგინა, ხოლო შემდეგ – ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ). ფინალის საგზურის მომტანი ქულა კი გურამ თუშიშვილმა (+90 კგ) აიღო, ტამერლან ბაშაევის შებოჭვით.

ფინალში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება.

 

ვასილ მშვილდაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111834