თამაშგარე

14:58 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიელები შაკირას ორსულობას ეჭვობენ

 

კოლუმბიელი მომღერალი, შაკირა ამჟამად მსოფლიო ტურნეშია ჩაბმული და ქალაქიდან-ქალაქში მოგზაურობს თავის ბენდთან ერთად. ცნობილი მომღერლისათვის მოგზაურობა აბა რა გასაკვირი ამბავია, მაგრამ, ბულვარული მედიის წარმომადგენლები მათთვის საინტერესო ამბავს ყველგან და ყოველთვის იპოვნიან.

ავსტრალიის ქალაქ კანბერაში კონცერტის გამართვის შემდეგ, ერთ-ერთმა ავსტრალიურმა გამოცემამ დაწერა, რომ შაკირა შესაძლოა ფეხმძიმედ იყოს, რადგან ცნობილი მუცლის ცეკვა არ შეუსრულებია და საერთოდ, ძალიან მძიმე მოძრაობები ჰქონდაო.

შაკირა რა ხანია, კატალონიის “ბარსელონას“ მცველთან, ხერარდ პიკესთან ცხოვრობს და მას უკვე გაუჩინა ერთი შვილი. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, მაგრამ აშკარაა, რომ “საქმეს“ სერიოზულად უდგებიან და თუკი შაკირას ეს ორსულობა დადასტურდა, ხერარდი მალე ორი შვილის მამა გახდება.

0.141738