ფეხბურთი

20:44 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” დაცვას ანსალდითი აძლიერებს

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მცველი კრისტიან ანსალდი კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” განაგრძობს. “მარკას” ცნობით, მადრიდელები 27 წლის არგენტინელის ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დაადასტურებენ.

ესპანელებს ანსალდის ტრანსფერი 7 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რომელთაგანაც 4 მილიონს თავიდანვე გადაიხდიან, დანარჩენს – პერიოდულად. მცველი “ატლეტიკოსთან” 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ ანსალდი რუსეთის პრემიერლიგაში 2008 წლიდან თამაშობს – ჯერ “რუბინის” ღირსებას იცავდა, შემდეგ – “ზენიტის”.

 

0.111938