თამაშგარე

15:07 | 26.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ასპრილიას პრეზერვატივების ბიზნესი დაუწყია

კოლუმბიის ფეხბურთელთა ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ფაუსტინო ასპრილია უცნაურ საქმიანობას მიჰყვა: კოლუმბიური Le Figaro-ს ცნობით, მას პრეზერვატივების ბიზნესი დაუწყია. 45 წლის ასპრილია საკუთარ ბრენდს უშვებს, რომელსაც ჰქვია "ტინო" (ასპრილიას სწორედ ასე ეძახდნენ).

ასპრილია განსაკუთრებით ძლიერად თამაშობდა "პარმაში". სახელი სწორედ იქ გაითქვა ჯანფრანკო ძოლასთან ერთად ბრწყინვალე ტანდემის შექმნით. მოგვიანებით, კოლუმბიელი თემურ ქეცბაიას თანაგუნდელიც იყო "ნიუკასლში".

ილია კახელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115408